სოსო ფხაკაძე -  დღეს საქართველოში  სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოა

მე ძალიან მომწონს ის, რაც ხდება ქვეყანაში. მე გულახდილად ვუთხარი, რომ ის კურსი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება ატარებს, ჩემთვის მისაღებია , - აღნიშნული განცხადება ”მოქალაქის” მიერ გამართული ეკონომიკური ფორუმის შემდეგ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

სოსო ფხაკაძის შეფასებით, დღეს საქართველოში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოა.

”ჩემთვის, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესმენისთვის ძალიან ღირებულია ასეთ ფორმატში საუბარი. პირველი იმისთვის, რომ ვხვდებით ბიზნესმენებს, ყველანი ძალიან ღიად ვსაუბრობთ, როგორი ტენდენციებია ქვეყანაში, მით უმეტეს, აქედან გამომდინარე, უკვე ჩვენც ვსახავთ გეგმებს. ძალიან სტაბილური მიკროეკონომიკური გარემოა ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მოხდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა კურსის დევალვაციის დასრულების შემდეგ. ყველას პათოსი დადებითია და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს კურსი გაგრძელდება, ჩვენ ბევრად ეკონომიკურად საინტერესო ქვეყანას მივიღებთ”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

„მოქალაქის“ მიერ ჩატარებული ეკონომიკური ფორუმი დასრულებულია.