NEXIA აგრძელებს გაფართოებას საქართველოში

2016 წლის ოქტომბრის თვიდან საქართველოში NEXIA-ს წარმატებული ადგილობრივი ქართული აუდიტორული კომპანია „მ&მ აუდიტი“ და მისი მმართველი პარტნიორი მალხაზ უჯმაჯურიძე შემოუერთდა.

ამ ცვლილებების გათვალისწინებით კომპანია NEXIA-ს თბილისში 70-ზე მეტი თანამშრომელი ყავს, რაც ორგანიზაციისთვის წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდა. ბატონი მალხაზი 15 წელზე მეტია რაც წარმატებით მოღვაწეობს ქართულ აუდიტორულ ბაზარზე. მისი NEXIA-ში გადმოსვლით ჩვენი სწრაფად მზარდი კომპანია კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს საქართველოში და მაღალი ხარისხის მომსახურებას შეთავაზებს ქართველ და საერთაშორისო მომხმარებელს“,-აცხადებს NEXIA-ს მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე.

NEXIA-მ ოქტომბრის თვეში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. იგი გახდა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი.

ამერიკის სავაჭრო პალატა დაფუძნდა 1998 წელს და არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 200-მდე წარმატებულ კომპანიას. მისი მიზანია სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

NEXIA International მსოფლიოს საუკეთესო აუდიტორული კომპანიების ათეულში შემავალი ქსელია, რომელიც 560-ზე მეტი ოფისით 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. (R)