NDI - გამოკითხულთა 64 %  მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგით მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთა უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს.

მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ასე რესპონდენტთა 64 % ფიქრობს, თუმცა 2016 წლის მარტში ჩატარებული კვლევის შედეგებთან მიმართებაში აღნიშნული კატეგორიის გამოკითხულების რაოდენობა შემცირებულია. მარტში რესპონდენტთა 72 % ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათნაირ ხალხს სარგებელს მოუტანდა.

გამოკითხულთა 26 % არ მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგითი მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანია, მაშინ როცა მარტში ეს მაჩვენებელი 18 %-ს შეადგენდა.

კატეგორია „არ ვიცი“ აირჩია რესპონდენტთა 10 %-მა. იგივე შეკითხვაზე ამავე კატეგორიის მაჩვენებელი 10 %-ს შეადგენდა მარტშიც.

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა