10 ქართული პროდუქტი, რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია

ქართული პროდუქტი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

1. ალკოჰოლური სასმელები: ღვინო, ჭაჭა, კონიაკი, ლუდი - 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია დაახლოებით 17 მილიონი ბოთლი ღვინო.

2. მინერალური მტკნარი წყლები - ქართული მინერალური წლები დღეს მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნით მაინც დსთ-ს სივრცეში სარგებლობს

3. თხილი - ქართული თხილი დღეს იყიდება იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში. 2014 წელს საქართველოდან 183 348 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი გავიდა.

4. ჩაი - 2014 წელს საქართველოდან ჩაის ექსპორტმა 8.5 მილიონი დოლარი შეადგინა და ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი გავიდა მონღოლეთში, თურქეთში, გერმანიასა და რუსეთში.

5. ყველი - ქართული ყველი საერთაშორისო ბაზრებზე შედარებით ახალი პროდუქტია. პირველად საერთაშორისო აღიარება კი საფერავში დაძველებულმა და ფრანგულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებულმა „ტიბაანურმა“ მოიპოვა.

6. მწვანილი - ქართული მწვანილი ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება ბელორუსში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ლიტვაში. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 6.565 მილიონი დოლარის ღირებულების მწვანილი გავიდა.

7. დაფნა - საქართველოდან დაფნა მსოფლიოს 12 ქვეყანაში გადის, მათ შორის პოლონეთში, ბულგარეთში, ვიეტნამსა და ფილიპინებში.

8. ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები - ეს პროდუქცია საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში გადის, მათ შორის გერმანიაში და აშშ-ში.

9. ფარმაცევტული პროდუქცია - ნატურალური ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატები.

10. მატყლი - ქართული მატყლის პირველი, საცდელი პარტია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გავიდა, მანამდე კი საქართველოში წარმოებული მატყლი იყიდებოდა თურქეთში, უკრანაში და რუსეთში.

წყარო "კვირის პალიტრა"