ტაბახმელაში Green Valley City-ს პროექტი განხორციელდება

არაბული უძრავი ქონების კომპანია Green Valley Group თბილისთან ახლოს, ტაბახმელაში Green Valley City-ს მშენებლობას გეგმავს.

პროექტი ტაბახმელაში 88 ათას კვ. მეტრზე განხორციელდება.

ტერიტორიაზე მოეწყობა დიდი საცურაო აუზი, აუზი ბავშვებისთვის, კერძო და საჯარო ბაღები, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის მოედანი, მწვანე სივრცე და სასეირნო ბილიკები, კაფე, თურქული და არაბული რესტორნები, საუნა, თურქული აბანოები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.

გარდა ამისა, ქალაქში საცხოვრებელი შენობები და თანამედროვე სტილის ვილები აშენდება.

საერთო ჯამში, Green Valley City-ში 10 შენობა განთავსდება.