მსოფლიოში ღვინის წარმოება 4-წლიან მინიმუმზე დაეცემა

მიმდინარე წელს ღვინის წარმოება მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს დააფიქსირებს.

ყურძნისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღვინის მოცულობა წელს 259,5 ჰექტოლიტრს შეადგენს, რაც შარშანდელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

ექსპერტები ამის მიზეზად საფრანგეთსა და სამხრეთ ამერიკაში უამინდობას ასახელებენ.

ამასთანავე, ღვინის პროდუქციის ზრდა დაფიქსირდება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და აშშ-ში. ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში, ღვინის წარმოება წელს 2%-ით, 48,8 ჰექტოლიტრამდე შემცირდება. საფრანგეთში, უამინდობის გამო ღვინის წარმოება 12%-ით შემცირდება. კლიმატურმა პირობებმა ასევე დააზარალა სამხრეთ ამერიკის კონტინენტი.

"შედეგად, შარშანდელთან შედარებით, არგენტინაში მოსალოდნელია ღვინის წარმოების მოცულობის 35%-ით შემცირება, ჩილეში - 21%-ით, ბრაზილიაში კი 50%-ით", - მათქვამია ყურძნისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, ავსტრალიაში ღვინის წარმოება 5%-ით, ახალ ზელანდიაში 34%-ით, აშშ-ში კი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ღვინის მწარმოებელია, ზრდა 2%-ს შეადგენს.