ფიროსმანის "შველი წყლის პირას" ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

აუქციონზე ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი) კი 75 000 ფუნტად გაიყიდა, თუმცა მყიდველის ვინაობა უცნობია. ”შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი 150 000 ფუნტი იყო, ”ჩვენი ნიკოსი“ კი 4 000 ფუნტი.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი მხატვრის ნამუშევარი „სოტბის“ აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში იყო წარმოდგენილი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, ”სოტბის” აუქციონზე ქართველი ავტორების რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციიდან სხვა სექციაში სწრაფად გადასატანად მუშაობა გრძელდება, ვინაიდან სექციის ცვლილება საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პროცესია.