მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი ფერმერთათვის ტრენინგებს აწყობს

15 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯიმ, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, ფერმერებისთვის მოაწყო ტრენინგი „აგრო-ბიზნესის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

„ტრენინგები ჩატარდა საქართველოს 4 რეგიონში: თელავში, სენაკში, ახალციხესა და გორში.

ტრენინგები ჩატარდა პროექტ „ბიაიჯი ფერმერებისთვის“ ფარგლებში. ტრენინგებს ესწრებოდა 100 - ზე მეტი ფერმერი. ამასთან დაკავშირებით, ბიაიჯის დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა: „მსგავს ტრენინგებს ვახორციელებთ 2011 წლიდან, თუმცა წლევანდელი ტრენინგები განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი იყო, ვინაიდან 4 რეგიონს მოიცავდა. ჩვენი აგრო-ბიზნესის ექსპერტის რჩევები ეხმარება ფერმერებს გაზარდონ საკუთარი მეორნეობების პროდუქტიულობა, შეარჩიონ უფრო მეტად აქტუალური და მომგებიანი კულტურები და ა.შ. ამ პროექტის ფარგლებში ფერმერებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ტრენინგებს, არამედ - გამოვცემთ გაზეთ „აგრომანს“ და წელს 70 000 ეგზემპლარს ვავრცელებთ რეგიონებში საგანმანათლებლო მიზნით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ფერმერთა დახმარების ღონისძიებების ჩატარებას“.

ტრენინგს უძღვებოდა ბიაიჯის აგრო-ბიზნესის ექსპერტი - ილია მჭედლიძე, რომელიც ბიაიჯისთან თანამშრომლობს 2011 წლიდან და მსგავსი ტრენინგები ჩატარებული აქვს სხვა რეგიონებში. გარდა ამისა, იგი თანამშროლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან აგრო-ბიზნესთან დაკავშირებულ პროექტებში. წლევანდელ ტრენინგებთან დაკავშირებით ილია მჭედლიძემ განაცხადა: „ ტრენინგები გამოირჩეოდა განსახილველი საკითხების აქტუალობით. საკითხები შეირჩა თითოეული რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, რამაც ადგილობრივ ფერმერთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ტრენინგები წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ვიმედოვნებ, რომ ჩემი რჩევები ფერმერებისთვის რეალურად სასარგებლო იქნება და ხელს შეუწყობს მათი წვრილი საოჯახო მეურნეობების აგრარულ ბიზნესებად ჩამოყალიბებას“.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიაიჯი კვლავ გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას.

ბიაიჯის შესახებ: ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

(R)