"მძღოლებისგან დანაშაულებრივად აკრეფილი არალეგალური 20 მილიონი ლარი წლის განმავლობაში!"

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "საწყალი სტაიანშიკები" ორგანიზებულ და დანაშაულებრივ აგრესიულ დაჯგუფებად გადაიქცნენ.

"მძღოლებისგან, დანაშაულებრივად აკრეფილი არალეგალური 20 მილიონი ლარი წლის განმავლობაში!

ერთ დროს უწყინარი "საწყალი სტაიანშიკები" გადაიქცნენ ორგანიზებულ და დანაშაულებრივ აგრესიულ დაჯგუფებად.

1. სრულიად უკანონოდ მიტაცებული აქვთ პარკირების ადგილები დედაქალაქში

2. მათი ნებართვის გარეშე პრაქტიკულად ვეღარ აპარკინგებ

3. იძულებული ხარ ფული გადაუხადო, რომ ავტომობილი არ დაგიზიანოს (არაერთი ფაქტის შესახებ გვსმენია)

4. ფაქტია ამ ბიზნესს "კრიშავენ," ვინაიდან მხოლოდ 1 თვეში ჩვენი გათვლით დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტის აგროვება ხდება მძღოლებისგან და ეს შავი თანხა პირდაპირ ვიღაც გავლენიანების ჯიბეებში ნაწილდება.

5. ძირითად იმყოფებიან ნასვამ მდგომარეობაში და აგრესიულად არიან განწყობილნი მძღოლების მიმართ

6. ისინი ოფიციალურად არ წარმოადგენენ არცერთ იურიდიულ კომპანიას და თუ ვინმემ მოისურვა საკუთარი ინიციატივით ("კრიშასთან" შეუთანხმებლად) "სტაიანშიკობა" ფიზიკურად უსწორდებიან

7. მძღოლები იძულებულები არიან გადაიხადონ პარკირების ორმაგი გადასახადი. წლის განმავლობაში დაახლოებით 400 ლარი არალეგალური, როდესაც ოფიციალური გადასახადი პარკირებისთვის 50 ლარია", - წერს მესხიშვილი