ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3132 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3132 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3124 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5947 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5984 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.