ლევილის მამული საქართველოს გადმოეცა

საფრანგეთში გუშინ, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს.

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ამ პროცესით დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.