დოლარი ევროსთან და იენთან მიმართებაში დაეცა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების ტელედებატების წინ, დოლარის კურსი იენთან და ევროსთან მცირედით დაეცა.

„როიტერის“ ინფორმაციით, იენთან მიმართებაში დოლარის კურსი 101,25 იენიდან 100,98 იენამდე დაეცა. 1,1258-დან 1,1234 ევრომდე დაეცა დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ინდექსი ექვსი ქვეყნის სავალუტე კალათთან 0,04%-ით 95,47 პუნქტამდე შემცირდა.

დღეს, აშშ-ის დროით 21.00 საათზე ქვეყნის საპრეზიდენტო კანდიდატები - ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი ტელედებატებში ერთმანეთის პირისპირ პირველად წარდგებიან.

„თუ დებატები ტრამპის სასარგებლოდ დასრულდება, შესაძლოა, იენთან მიმართებაში დოლარის კიდევ უფრო შესუსტება ვიხილოთ ინვესტორების მიერ რისკის თავიდან აცილების ფონზე“, - განაცხადა Barcley Bank-ის სტრატეგმა შინ კადოტამ.