ირანში საკრედიტო ბარათები დაუშვეს

პირველად ქვეყნის ისტორიაში, ირანში საკრედიტო ბარათები შემოიღეს.

ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ვალიოლა სეიფის განცხადებით, ქვეყნის საბანკო სისტემას გარკვეული დრო დასჭირდება ახალ წესებზე გადასასვლელად.

„როიტერის“ ცნობით, საკრედიტო ბარათის მომხმარებლებს შეზღუდვები დაუწესდებათ და ბარათების ნომინალები მხოლოდ 3 000, 10 000 და 15 000 დოლარს შეადგენს და მისი გამოყენება მაღაზიებსა და ონლაინ შეძენის დროს იქნება შესაძლებელი.