"ულვაშშერცხვენილის" რომანი ბიუჯეტზე, ანუ, როცა ტყუილზე მოკლე ფეხები გაქვს"

"ულვაშერცხვენილი" პოლიტიკოსი, მიზანმიმართულად ცდილობს ცალსახად არაობიექტური ინფორმაცია გაავრცელოს საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და ამ გზით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს",- ამის შესახებ ეკონომისტი მიხეილ დონდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის, სამწუხაროდ, ნაცმოძრაობის მთვარი ეკონ(კ)ომიკოსი ცდილობს საკითხში გაუცნობიერებელი ადამიანების მოლოდინების გაუარესებას.

http://mof.ge/images/File/biujeti/gantsera_2016_new.pdf - მოცემულ ბმულზე განთავსებულია 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერა, ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბერს, 2016 წლის დადგომამდეა ხელმოწერილი და სადაც დაგეგმილია 2016 წლის ბიუჯეტის თითოეული კატეგორიის კვარტალური მაჩვენებლები. მათ შორის, დაგეგმილია ნაშთის ცვლილების პარამეტრი (ბრძანების დანართი N1 და დანართი N3, ბოლო 2 სტრიქონი) სადაც ნათლად ჩანს, რომ ბიუჯეტის დაფინანსების ერთერთ წყაროდ პირველ 9 თვეში (I-III კვარტლებში) ფინანსთა სამინისტროს დაგეგმილი ჰქონდა ნაშთის გამოყენება (ანუ დახარჯვა) 336,8 მლნ ლარის ოდენობით (პირველ კვარტალში - 229.6 მლნ; მეორე კვარტალში - 58,2 მლნ ლარი და მესამე კვარტალში - 48,9 მლნ ლარი). 9 თვის საკასო მონაცემები აჩვენებს რომ ფაქტობრივად 337 მლნ ლარის ნაცვლად გამოყენებულია (დახარჯულია) 180 მლნ ლარი.

რაც შეეხება ხარჯებს: 9 თვის შესრულების წინასწარმა მაჩვენებელმა 9 თვის გეგმის მიმართ შეადგინა 96,1%, რაც მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გეგმა განსაზღვრულია, როგორც უკვე აღინიშნა, 31 დეკემბერს, 2016 წლის დაწყებამდე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებელი - 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი, 2015 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს აღემატება 442 მილიონი ლარით. აღნიშნული 442 მილიონი ლარიდან 420 მილიონი უკვე დახარჯულია წელს პირველ 9 თვეში, ვინაიდან წლევანდელი 9 თვის შესრულების საკასო მაჩვენებელი 420 მლნ ლარით აღემატება 2015 წლის 9 თვის საკასო მაჩვენებელს.

2016 წლის ბიუჯეტის მთლიან მაჩვენებელს - 10 მილიარდ 145 მილიონ ლარს, თუ გამოვაკლებთ წლევანდელი 9 თვის შესრულების წინასწარ მაჩვენებელს, გამოვა, რომ 2016 წლის მეოთხე კვარტალში უნდა დაიხარჯოს შარშანდელთან შედარებით 22 მლნ ლარით მეტი, რაც ნიშნავს, რომ მთლიან ბიუჯეტთან პროპორციებით თუ ვიმსჯელებთ, შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები თანხა (მთელი ბიუჯეტის 27,6%) დაიხარჯება მე-4 კვარტალში.

შედარებისთვის, 2011 წლის მე-4 კვარტალში მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში დაიხარჯა 32,7%. ინფორმაციისთვის ეს მაჩვენებელი 2015 წელს შეადგენდა 28,8%-ს.

რეალური სიტუაცია 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში, 9 თვის მდგომარეობით, ასეთია:

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 140 მლნ ლარით, ზემოთ ხსენებული დოკუმენტის დანართი N7-ით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში; ვალის სახით სახელმწიფო ბიუჯეტს 2016 წლის 9 თვეში აღებული აქვს დაგეგმილზე 166 მლნ ლარით ნაკლები; ფულადი ნაშთი სახელმწიფო ბიუჯეტს დარჩა 156 მლნ ლარით მეტი გეგმასთან მიმართებაში, ხოლო ხარჯვით ნაწილში შესრულება გეგმის მიმართ მნიშვნელოვნად მაღალია - 96,1% (შედარებისთვის თუ ავიღებთ 2012 წლის იანვარ-სექტემბერში, ანალოგიური მაჩვენებელი 89,6%-ს შეადგენდა, ანუ გეგმის მიმართ 9 თვეში აუთვისებელი იყო 655 მლნ ლარი).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი სრულდება დაგეგმილი პარამეტრების, მათ შორის, წლის დასაწყისში დამტკიცებული საბიუჯეტო განწერის შესაბამისად და წლის ბოლომდე ბიუჯეტი მიიღებს როგორც დაგეგმილ შემოსავალს, ისე დაგეგმილის შესაბამისად გაიწევა ყველა ხარჯი," - წერს დონდუა