მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიაიჯი" აღნიშნავს ევროპის მიკროსაფინანსო დღეს

დღეს , 20 ოქტომბერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, ევროპის მიკროსაფინანსო ქსელსა და მიკროსაფინანსო ცენტრთან ერთად აღნიშნავს ევროპის მიკროსაფინანსო დღეს.

ევროპის მიკროსაფინანსო ქსელისა და მიკროსაფინანსო ცენტრის წევრი ორგანიზაციები, ამ დღესთან დაკავშირებით თავიანთ ქვეყნებში ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, როგორიცაა: ვორკშოპები, დებატები, მასტერ-კლასები, გამოფენები, და სხვ. ხოლო - 27 ოქტომბერს ბრიუსელში მოეწყობა შემაჯამებელი ივენთი და გაანალიზდება როგორც სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები, ასევე განხილული იქნება სექტორის განვითარებისთვის საჭირო საკითხები.

ამ ღონისძიებების მიზანია მიკროსაფინანსო სექტორის ცნობადობის ზრდა და მისი განვითარების ხელშეწყობა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯიმ ევროპის მიკროსაფინანსო დღის პოპულარიზაციისა და მიკროსაფინანსო სექტორის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით შექმნა სპეციალური საიტი www.emd-georgia.ge. საიტის შექმნის იდეა ეხმიანება წლევანდელი საერთაშორისო კამპანიის სლოგანს : „შესაძლებლობების შექმნა მიკროდაკრედიტების მიღმა“ - ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა არასაფინანსო სერვისების გაწევის გზით. საიტის მეშვეობით ხდება როგორც მიკროსაფინანო ინდუსტრიის საქმიანობის არსის ახსნა მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის, რომლებიც აწარმოებენ მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე - PRO Bono კონსულტაციების განხორციელება. საიტის ვიზიტორებს საშუალება აქვთ კითხვები გააგზავნონ მათთვის საინტერესო საკითხებზე და ბიაიჯის ექსპერტებისგან მიიღონ კვალიფიციური პასუხები.

გარდა ამ აქტივობისა, დღეს ბიაიჯის დაკრედიტების ექსპერტებისთვის ევროპის ფონდი ატარებს სემინარს „სოციალური მეწარმეობის“ შესახებ. ამასთან დაკავშირებით, ბიაიჯის გენერალურმა დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა: „სემინარი ხორციელდება ერთობლივი პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია ბიაიჯის ექსპერტებისთვის სოციალური მეწარმეობის არსის ახსნა და მომავალი თანამშრომლობისათვის საფუძველის ჩაყრა. მომავალი თანამშრომლობა გულისხმობს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას სოციალური საწარმოების ერთობლივი დაფინანსების გზით“.

ვინაიდან არსებული და პოტენციური კლიენტების განათლებაზე ზრუნვა ბიაიჯის კორპორატიული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, PRO Bono კონსულტაციების და ტრენინგების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

ბიაიჯის შესახებ: ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Microfinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან. (R)