ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

როგორც მერკელმა, ბერლინში, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სირიაში რუსეთის ქმედებების გამო, ევროკავშირმა შესაძლოა, კვლავ მიმართოს სანქციების პოლიტიკას.

მერკელის შეფასებით, სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვა, რომელსაც რუსული და სირიული ავიაცია ახორციელებს, „არაადამიანურია“.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ალეპოში მიმდინარე მოვლენები „სამხედრო დანაშაულია“.

ოლანდმა აღნიშნა, რომ ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში, საერთაშორისო კოალიცია მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს, როგორც ეს ალეპოში ხდება.