მზის ენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდმა წარმატებით დაასრულა პირველი „საწვავის გარეშე“ ფრენა დედამიწის გარშემო.
ფრენა, რომელმაც განახლებადი ენერგიის პოტენციის დემონსტრირება მოახდინა, 16-თვიანი მოგზაურობის შემდეგ აბუ-დაბიში დასრულდა.
ხომალდი სახელწოდებით Solar Impulse 2 აბუ-დაბიდან 2015 წლის 9 მარტს აფრინდა, მან თითქმის 40 ათასი კილომეტრი და 500 საათი იფრინა. პერიოდული უამინდობის გამო, მოწყობილობა სულ 16-ჯერ დაეშვა ხმელეთზე და ზოგიერთ ქვეყანაში თვეზე მეტი დაჰყო.
მზის ენერგიაზე მომუშავე ხომალდი პილოტებმა - ბერტრან რიკარდმა და ანდრე ბორჩბერგიმ შექმნეს. მათი თქმით, ისინი გეგმავენ სხვადასხვა ქვეყნების ხელისფლებას მიმართონ, სუფთა და განახლებადი ენერგიის განვითარებაზე იმუშაონ.
პროპელერიანი მოწყობილობა აღჭურვილია 4 ძრავით, რომელიც ენერგიის წყაროდ მის ფრთებზე დამონტაჟებული 17,000 მზის ენერგიის შემკრები წყაროდან იღებდა ენერგიას.
კოკა კვირკველია