დუბაიში რობოტი პოლიციელები გამოჩნდებიან

დუბაის პოლიცია 2017 წლიდან მუდმივ საშტატო სამსახურზე რობოტებს დაასაქმებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის პოლიცია რობოტების დასაქმებას მასიურად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განახორციელებს.

„რობოტებს შეუძლიათ პოლიციის ფუნქცია გარკვეულ სიტუაციებში შეითავსონ ისე, როგორც ადამიანებმა“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის პოლკოვნიკმა ხალიდ რაზუკიმ.

დუბაის პოლიციამ მაღალი ტექნოლოგიები პოლიციაში გასულ წელსაც დანერგა - ეს იყო Google Glass, რისი საშუალებითაც საპატრულო პოლიციელებს ადვილად შეუძლიათ მოახდინონ გზებზე დანაშაულის ჩამდენთა იდენტიფიცირება სარეგისტრაციო ნომრების საშუალებით.

კოკა კვირკველია