Mercedes G-Wagen ელექტრომობილი ხდება

Mercedes G-Wagen, რომელიც პირველად 1979 წელს გამოვიდა და ბრუტალიზმის სტატუსი მოიპოვა, ელექტრომობილი ხდება. ინფორმაციას Verge ავრცელებს.

ელექტრო G-Wage-ის ოფიციალური სახელი Mercedes-Benz G 580-ია.

Mercedes-Benz G580-ს თითოეული ბორბლისთვის თითო, ანუ სულ ოთხი ელექტროძრავა აქვს, რომლებიც ერთად, დაახლოებით, 580 ცხენის ძალასა და 1,164 ნანომეტრ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებენ.

ემოციური ინტელექტის, ანუ EQ-ტექნოლოგიის მქონე Mercedes-Benz G 580-ის ფასი 152 ათასი დოლარიდან იწყება. თავიდან მხოლოდ ვერსია, Edition One გაიყიდება რომელიც, მინიმუმ, 205 ათასი დოლარი ღირს. Edition One ექსკლუზიურად ჯერ აშშ-ის ბაზარზე გაიყიდება, ხოლო დილერებს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიეწოდება.

დამუხტული აკუმულატორული ბატარეა ავტომობილს, დაახლოებით, 473 კმ მანძილზე ყოფნის. ამასთან, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 4,7 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-მდე ელექტრონულად არის შეზღუდული.

Mercedes-Benz გეგმავს, 2030 წელს შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოება შეწყვიტოს, ხოლო 2025 წლიდან ყველა ახალი მოდელი ექსკლუზიურად ელექტრობატარეებზე იმუშავებს. ამ “გადასვლისთვის” ავტოკონცერნი 40 მლრდ ევროს გამოყოფს.

მომავალ წელს Mercedes-Benz სამ ახალ ელექტრომობილს წარადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ