2.2 მლრდ ლარის ხარჯი - რაში და რამდენს ხარჯავენ ტურისტები საქართველოში?

2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2024 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობითვე, 2024 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა და 1 869.1 ლარი შეადგინა.

2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯების განაწილება ხარჯების კატეგორიების მიხედვით, ასეთი იყო:

  • განთავსება - ხარჯი - 589.6 მლნ ლარი (საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 509.5 ლარი);
  • საკვები და სასმელი - ხარჯი - 523.6 მლნ ლარი (საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 452.4 ლარი);
  • საყიდლები - ხარჯი - 434.2 მლნ ლარი (საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 375.1 ლარი);
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - ხარჯი - 390.2 მლნ ლარი (საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 337.2 ლარი);
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - ხარჯი - 205.7 მლნ ლარი (საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 177.7 ლარი);
  • სხვა - ხარჯი - 19.9 მლნ ლარი (საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 17.2 ლარი).
თაია არდოტელი