უბნები თბილისში, სადაც ბინები უფრო მოთხოვნადია - წელს დასასრულებელ პროექტებში მხოლოდ 18%-ია დარჩენილი გასაყიდად

პროექტებში, რომლებიც მიმდინარე წელს სრულდება დედაქალაქში, ბინების მხოლოდ 18% არის გასაყიდად ხელმისაწვდომი. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2023-2024 წლებში დაწყებული პროექტების თითქმის ნახევარი უკვე სრულიად გაყიდულია.

კვლევის ავტორთა შეფასებით, გასაყიდი ბინების ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება.

„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ უბნების ჩამონათვალს თბილისში, სად რამდენი ბინა გაიყიდა 2024 წლის მარტში:

  • დიდი დიღომი - 528 ბინა;
  • საბურთალო - 513 ბინა;
  • გლდანი - 432 ბინა;
  • სამგორი - 362 ბინა;
  • დიდუბე - 313 ბინა;
  • ნაძალადევი - 252 ბინა
  • ისანი - 179 ბინა;
  • კრწანისი - 116 ბინა;
  • ჩუღურეთი - 89 ბინა;
  • ვაკე - 84 ბინა;
  • ვაშლიჯვარი - 70 ბინა;
  • მთაწმინდა - 53 ბინა.
თაია არდოტელი